ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები ტექნოპარკში

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკს დღეს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები კონსული Mr. Jürgo Loo და ბ-ნ მარგუს გერინგი (Margus Gering) ესტუმრნენ.

ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ სააგენტოს წარმომაგდენლებთან ერთად სტუმრებს დაათვალიერებინეს ტექნოპარკის სივრცე და სააგენტოს პროექტები და პროგრამები გააცნეს, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ინოვაციების სააგენტოს სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ესტონეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ორივე ქვეყნის სტარტაპებისათვის ბაზარზე შესვლის მხადაჭერაზე.