ლატვიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნ მადარა სილინა ტექნოპარკს ესტუმრა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკს დღეს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნ მადარა სილინა (Ms. Madara Silina) ესტუმრა.

ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ სააგენტოს წარმომაგდენლებთან ერთად ქ-ნ მადარა სილინა -ს დაათვალიერებინეს ტექნოპარკის სივრცე და სააგენტოს პროექტები და პროგრამები გააცნეს, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ინოვაციების სააგენტოს სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ლატვიას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.