ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ებრაულ კომპანიას ,,Frank Group” - ს შორის თბილისის ტექნოპარკში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ისრაელის ელჩი საქართველოში ბატონი შაბთაი ცური (Shabtai Tsur) დაესწრო.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შემდეგ საკითხებს აერთიანებს:  გამოცდილების გაზიარება ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით; ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება (სემინარები, კონფერენციები, ფორუმები); ისრაელის ენჯელ/ვენჩურულ ინვესტორებსა და ფონდებთან დაკავშირება; სტარტაპებისთვის ფიჩინგსესიების მოწყობა; ქართველი სტარტაპებისთვის ისრაელის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა და სხვა.

 მემორანდუმის ხელმოწერის  შემდეგ , „Frank Group”-ის ხელმძღვანელმა მრგვალი მაგიდის ფორმატში  შეხვედრები  ქართველ სტარტაპერებთან გამართა. სტუმარმა  ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კომპანიის შესახებ  და ჩვენს ქვეყანაში სამომავლო ინვესტიციების შესაძლებლობებიც განიხილა.

საერთაშორისო ჰოლდინგი ,, Frank Group” - ი  50 წლის წინ დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მედიცინა,  უძრავი ქონება, სამრეწველო ინდუსტრია, ტურიზმი და ვენჩურული დაფინანსება მაღალტექნოლოგიურ სფეროში.