MIT - ის სტუდენტები საქართველოში

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ტექნოპარკის ბაზაზე MIT-ის სტუდენტებმა არდუინოს, LittleBits-ისა და ლეგო რობოტიკის მიმართულებით  27 ტრენერი გადაამზადეს. ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც თბილისის, ისე სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.  გადამზადებულ ტრენერებს საშუალება ექნებათ ტექნოპარკში ან ინოვაციების ცენტრებში (ჭოპორტში, ხარაგაულში, ბაღდათში, ზუგდიდის ტექნოპარკში) არაერთხელ ჩაატარონ ვორქშოფები მოზარდებისთვის.

ტრენერთა გადასამზადებელი ტრენინგის გარდა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ქართველ ახალგაზრდებთან და დამსწრე საზოგადოებას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ესაუბრნენ ინსტიტუტში სწავლის, მათი სოციალური და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.