ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გამომგონებლებისთვის

,,ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გამომგონებლებისთვის” - ტექნოპარკში ამ თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
შეხვედრის მიზანია გამომგონებლებს მიაწოდოს ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ: საპატენტო სისტემის როლი,  რა არის გამოგონება, რა არის სასარგებლო მოდელი,  რისი დაპატენტება არის შესაძლებელი, როგორია ექსპერტიზის პროცედურა, საპატენტო დაცვა საზღვარგარეთ და სხვა. საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა ,,გამოგონების და ახალი ჯიშების'' დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია.