როგორ შევქმნათ კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემა

,,როგორ შევქმნათ კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემა” – ტრენინგი ამ სახელწოდებით ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ტექნოპარკის ბაზაზე გაიმართა.

შეხვედრა განკუთვნილი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთათვის, რომლებიც არ არიან IT-პროფესიონალები, უწევთ სამსახურეობრივ ქსელთან მუშაობა, ოფისში, მივლინებებსა თუ შვებულებაში ყოფნისას ინფორმაციის დამუშავება კომპანიის ან პირად კომპიუტერსა და მობილურ მოწყობილობაზე.

ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული რჩევებიც მიიღეს ისეთ თემებზე, როგორიცაა მცირე ბიზნესის კიბერუსაფრთხოება, სამუშაო კომპიუტერისა და ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება, უსაფრთხო ინტერნეტი მოგზაურობისას, უსაფრთხო ონლაინბანკინგი და შოპინგი, სოციალური ქსელების უსაფრთხოება და სხვა.