შეხვედრა MIT - ის სტუდენტებთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ტექნოპარკში MIT-ის (Massachusetts Institute of Technology) სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ესაუბრნენ ინსტიტუტში სწავლის, მათი სოციალური და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ქართველი ახალგაზრდები კონკრეტული შეკითხვებითაც დაინტერესდნენ. მომხსენებლები იყვნენ დამიან ბარაბონკოვი - კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი და სავანა ინგლინგი - ელექტო ინჟინერიის სტუდენტი.