მსოფლიო ბანკის დელეგაცია სტუმრად ტექნოპარკში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ჰარტვიგ შეიფერი და ბანკის დელეგაციის წევრები ეწვივნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს ტექნოპარკში გაცნობითი ხასიათის ტური ჩაუტარეს და სააგენტოს სერვისებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ დელეგეციის წევრებთან ერთად მსოფლიო ბანკთან სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა, განიხილეს მსოფლიო ბანკის საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. მხარეები დამატებითი სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც დეტალურად განიხილავენ GENIE - ის პროექტის მიმდინარე საკითხებს და ერთობლივი ძალებით აღმოფხვრიან პროექტის ფარგლებში არსებულ ხარვეზებს. ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ინტერნეტიზაციის პროექტთან დაკავშირებით და ამ პროცესში მსოფლიო ბანკის ჩართულობაზეც ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა პროგრამის ,,ფართოზოლოვანი ინტერნეტი განვითარებისთვის” (BFD) ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლებიც იხილეს.