საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

Baku Business Factory ტექნოპარკში

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების  სააგენტოს „Baku Business Factory“-ის ხელმძღვანელი ესტუმრა.

შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელობამ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს გააცნო  სააგენტოს ძირითადი მიმართულებები, ქვეყნის სტრატეგია ინოვაციების განვითარების კუთხით. ასევე შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ქვეყნებს შორის ცოდნისა და კომპეტენციის გაზიარების, საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების უკეთესი გარემოს ფორმირების, სტარტაპების ინტერნაციონალიზაციისა და მათი ბაზრებზე შესვლის ხელშეწყობის მიზნით.