საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ტრენერთა გადასამზადებელი ტრენინგი

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობით ახორციელებს ტრენერთა გადასამზადებელ ტრენინგს, რომელსაც გაუძღვებიან MIT-ის სტუდენტები. 

ტრენინგი სამი სხვადასხვა მიმართულებით სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები შეისწავლიან LittleBits-ის, Arduino -სა და Lego Robotics -ის საწყისებს.

8 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში ტექნოპარკი ტრენერთა გადასამზადებელ ტრენინგს LittleBits-ის  მიმართულებით მასპინძლობს. მონაწილეები LittleBits - ის საფუძვლებს დაეუფლებიან, რაც  მარტივი ელექტრონული მოწყობილობების აწყობას გულისხმობს; ამავდროულად  განივითარებენ გუნდური მუშაობისა და ტრენერობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ტრენინგის მონაწილეები გასაუბრების საფუძველზე შეირჩა და ერთ-ერთი მთავარი პირობა პროგრამირების საწყისების, ელექტრონიკისა და ინგლისური ენის ცოდნა იყო.  ტრენინგების  დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. გარდა ამისა გადამზადებული ტრენერები ვალდებულნი იქნებიან უსასყიდლოდ ჩაატარონ 2 საათიანი ვორქშოფი სკოლის მოსწავლეებისთვის არანაკლებ სამჯერ ტექნოპარკის ბაზაზე. 

 შემდეგი ტრენინგი ლეგო რობოტიკის მიმართულებით 15 იანვარს აიღებს სტარტს და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძლდება.