საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ბიზნეს ინკუბატორის დემო დღე

ტექნოპარკში ბიზნეს ინკუბატორის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე გაიმართა. სამი ნაკადის საუკეთესო სტარტაპებმა საკუთარი პროგრესი და საინვესტიციო წინადადებები მოწვეული ინვესტორების წინაშე წარადგინეს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიზნეს ინკუბატორი არის სტარტაპების განვითარების ხელშემწყობი ექვსთვიანი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს ეხმარება საკუთარი იდეის განხორციელებაში. პროცესი გულისხმობს ტრენინგებს დაგეგმვაში, მართვაში, ფინანსებში, მარკეტინგში, ბიზნესის მოდელირებასა და პრეზენტაციაში.

ბიზნეს ინკუბატორის დასკვნითი ღონისძიება არის დემო დღე, როცა პროექტის მონაწილე წარმატებული სტარტაპები საკუთარ პროგრესსა და საინვესტიციო წინადადებებს მოწვეული ინვესტორების წინაშე წარადგენენ. ეს ის გუნდები არიან, რომელთაც მზად აქვთ პროტოტიპი, ჰყავთ მომხმარებელი და აქვთ გლობალური განვითარების პოტენციალი. 

დემო დღის მიზანია საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, პოტენციური ინვესტორების ჩართულობის გზით.

 ინოვაციების სააგენტომ ბიზნეს ინკუბატორის პირველი ნაკადი 2016 წელს მიიღო, 2017 წლის 18 ოქტომბერს კი ტექნოპარკში ჩატარდა მეორე დემო დღე, სადაც 8 სტარტაპმა წარადგინა საკუთარი ბიზნეს იდეა, პროგრესი და საინვესტიციო შესაძლებლობა ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე.