საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრად ტექნოპარკში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქართველოს ახლადდანიშნული სრულუფლებიანი ელჩები არგენტინაში, შვეიცარიასა და  ნორვეგიაში ესტუმრნენ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებთან საქართველოს პოტენციალისა და საჭიროებების შესწავლისა და მათი საზღვარგარეთ წარმოჩენის, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საორიენტაციო შეხვედრებს სხვადასხვა სტრუქტურებთან მართავენ.

შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ახლადდანიშნულ ელჩებს გააცნეს სააგენტოს ძირითადი მიმართულებები, ქვეყნის სტრატეგია ინოვაციების განვითარების კუთხით და სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. გამოიკვეთა თანამშრომლობის შემდეგი მიმართულებები: ქვეყნებს შორის ცოდნისა და კომპეტენციის გაზიარება, საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების უკეთესი გარემოს ფორმირებისათვის; სტარტაპების ინტერნაციონალიზაციისა და მათი ბაზრებზე შესვლის ხელშეწყობა; საერთაშორისო ფორუმებში, ღონისძიებებსა და გამოფენებში ქართველი სტარტაპებისა და ინოვატორების მონაწილეობის ხელშეწყობა; დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყანაში ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებისათვის; სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა კვლევით ინსტიტუტებსა და ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრებთან.