საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ა.შ.შ-ს უნივერსიტეტების სტუდენტები სტუმრად ტექნოპარკში

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი ესტუმრა. 10 წარმატებული ახალგაზრდა მსოფლიოს 8 ქვეყნიდან, მათ შორის - აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს ეცნობა. ახალგაზრდა ლიდერები, ძირითადად, ჰარვარდის კენედის სკოლიდან, სტენფორდის უნივერსიტეტიდან და ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლიდან არიან. სტუმრებს სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ უმასპინძლა,  ტექნოპარკი დაათვალიერებინა და ჯიტაში მიმდინარე პროექტები გააცნო.