საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ესტონეთის IT კლასტერის გუნდების სტუმრობა ტექნოპარკში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ინიცირებული პროექტის ,,მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში” ფარგლებში ესტონეთის IT კლასტერის გუნდები ეწვივნენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში GIZ აქტიურად თანამშრომლობს ინოვაციების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოსთან”.

პროექტის მიზანია ეკონომიკის განვითარება და ეფექტური ინოვაციების სისტემის შემუშავება ქვეყანაში ე.წ. კლასტერების განვითარების საშუალებით.

კლასტერი შესაბამისი სფეროს გარშემო მომუშავე სამრეწველო გაერთიანებაა შესაბამისი სექტორის განვითარებისა და კლასტერის წევრი ორგანიზაციების ეკონომიკური ზრდის მიზნით.

სტუმრებმა სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოში“-ს წარმომადგენლებს ესტონეთში კლასტერის საშუალებით მიღწეული ეკონომიკური შედეგები გაუზიარეს და რეკომენდაციები მიაწოდეს საქართველოში ICT კლასტერის შექმნისათვის. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა ICT სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ესტონელ სტუმრებს მიაწვდიან ინფორმაციას მათ საჭიროებებზე სამომავლოდ კლასტერის ჩამოყალიბებისათვის.