საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სიახლეები

კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეკონომიკის სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ზვიადაძის ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მომავლის დაგეგმვის სამინისტროში, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კორეის წამყვან კომპანიებსა და ინსტიტუტებში.…
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში შეხვედრა თემაზე ,,ფაბლაბი კრეატიული ინდუსტრიისთვის“ გაიმართა. ტექნოპარკის ფაბლაბის გუნდმა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სამომავლო პროექტებზე, მიზნებსა და მათ დანიშნულებაზე ისაუბრა, აგრეთვე ამ პროექტებში საქართველოს მასშტაბით ყველა ფაბლაბის ჩართულობასა და კოლაბორაციაზე. ღონისძიებაზე ლაბორატორიის ტექნიკურმა სპეციალისტმა ტექნოპარკის…
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების  სააგენტოს „Baku Business Factory“-ის ხელმძღვანელი ესტუმრა. შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელობამ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს გააცნო  სააგენტოს ძირითადი მიმართულებები, ქვეყნის სტრატეგია ინოვაციების განვითარების კუთხით. ასევე შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ქვეყნებს შორის ცოდნისა და კომპეტენციის…
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობით ახორციელებს ტრენერთა გადასამზადებელ ტრენინგს, რომელსაც გაუძღვებიან MIT-ის სტუდენტები.  ტრენინგი სამი სხვადასხვა მიმართულებით სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები შეისწავლიან LittleBits-ის, Arduino -სა და Lego Robotics -ის საწყისებს. 8 იანვრიდან ერთი…
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის მიზანია საუნივერსიტეტო/საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებსა (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) და სააგენტოს შორის მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობის…
ტექნოპარკში ბიზნეს ინკუბატორის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე გაიმართა. სამი ნაკადის საუკეთესო სტარტაპებმა საკუთარი პროგრესი და საინვესტიციო წინადადებები მოწვეული ინვესტორების წინაშე წარადგინეს. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიზნეს ინკუბატორი არის სტარტაპების განვითარების ხელშემწყობი ექვსთვიანი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს ეხმარება…
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი ესტუმრა. 10 წარმატებული ახალგაზრდა მსოფლიოს 8 ქვეყნიდან, მათ შორის - აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს…
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქართველოს ახლადდანიშნული სრულუფლებიანი ელჩები არგენტინაში, შვეიცარიასა და  ნორვეგიაში ესტუმრნენ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებთან საქართველოს პოტენციალისა და საჭიროებების შესწავლისა და მათი საზღვარგარეთ წარმოჩენის, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საორიენტაციო შეხვედრებს სხვადასხვა…