Blockchain Weekend ტექნოპარკში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში Blockchain Weekend- ი გაიმართა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, მის ისტორიას, განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.

ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების მიმოხილვა, ბლოქჩეინი და დეცენტრალიზაცია, ბლოკჩეინი და რეგულაციები, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ანონიმურობა, მაინინგი, თრეიდინგი,კრიპტო საფულეები - ორი დღის განმავლობაში ტრენერებმა ღონისძიების სტუმრებთან ერთად ეს და სხვა აქტუალური თემები განიხილეს.

თემატიკიდან გამომდინარე Blockchain Weekend - ი საინტერესო იყო ამ სფეროსთან ახლოს მყოფი სხვადასხვა პროფესიის ადამიანისათვის: საფინანსო ინსტიტუტებში მომუშავე პირებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის, ტრეიდერებისათვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის, ფინანსისტებისთვის და სხვა მომიჯნავე სფეროებში მომუშავე პროფესიონალებისათვის.