Startup Beats - დავით გოგიჩაიშვილი

მარცხი, როგორც წარმატების რეცეპტის ინგრედიენტი - ტექნოპარკში ,,Startup Beats”- ის სტუმარი ტრენერი და ბიზნესკონსულტანტი დავით გოგიჩაიშვილი იყო. სტუმარმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრება ინოვაციის აუცილებლობაზე მენეჯმენტში, ქართველი ინოვატორების გამოწვევებზე, სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე, როგორც წარმატების აუცილებელ ინგრედიენტზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

პროექტი Startup Beats – ი ინოვაციების სააგენტოს პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს გამოცდილება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულმა და გამოცდილმა ადამიანებმა გაუზიარონ. პროექტის მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა.