საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის 2017-18 წლის კონკურსი

საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის 2017-18 წლის კონკურსი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით ახორციელებს.

კონკურსი 2014 წლიდან იმართება და ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და STEM პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის სფეროში, რაც გაზრდის მათ დაინტერესებას აღნიშნული დარგების მიმართ და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.

კონკურსში გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.