საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

,Startup Beats” - ქეთი ბოჭორიშვილი

ტექნოპარკში ,,Startup Beats” - ის მორიგი შეხვედრა გაიმართა. საღამოს სტუმარი ,,ანაკლია სითის” გენერალური დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი იყო. ღონისძიების პირველი ნაწილი ანაკლია სითის პრეზენტაციას დაეთმო, სტუმარმა მისი განვითარების გეგმაზე, პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქეთი ბოჭორიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და წარმატების მიღწევის გზებიც გაუმხილა.