საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ბიზნესინკუბატორის დემო დღე

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბიზნესინკუბატორი არის სტარტაპების განვითარების ხელშემწყობი ექვსთვიანი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს ეხმარება საკუთარი იდეის განხორციელებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში.

ინკუბაცია გულისხმობს ტრენინგებს დაგეგმვაში, მართვაში, ფინანსებში, მარკეტინგში, ბიზნესის მოდელირებასა და პრეზენტაციაში და ა.შ. დემო დღის მიზანია საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა სტარტაპების შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოტენციური ინვესტორების ჩართულობის გზით. 

ბიზნესინკუბატორის დასკვნითი ღონისძიება არის დემო დღე, დღე, როცა პროექტის მონაწილე წარმატებული სტარტაპები საკუთარ პროგრესსა და საინვესტიციო წინადადებებს მოწვეული ინვესტორების წინაშე წარადგენენ.  ღონისძიების მთავარ ნაწილს წარმოადგენს Networking სესიები პრეზენტაციების შემდეგ. სტარტაპები ფურშეტის თანხლებით საკუთარ სტენდებთან პირისპირ ესაუბრებიან ინვესტორებს და დემონსტრაციას ახდენენ საკუთარი პროდუქტის.   

ინოვაციების სააგენტომ ბიზნესინკუბატორის პირველი ნაკადი 2016 წელს მიიღო, 2017 წლის 18 ოქტომბერს კი ტექნოპარკში ჩატარდა მეორე დემო დღე, სადაც 8 სტარტაპმა 7 წუთიანი ფორმატით წარადგინა საკუთარი ბიზნესი იდეა, პროგრესი და საინვესტიციო შესაძლებლობა ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე.

23 დეკემბერს ბიზნესინკუბატორის სამივე ნაკადის საუკეთესო სტარტაპები წარდგებიან ყველაზე მასშტაბურ დემო დღეზე და ინვესტორების წინაშე საკუთარ ბიზნეს იდეას წარადგენენ.