ბიზნეს თამაშები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით ტექნოპარკში ღონისძიება თემაზე: „ბიზნეს თამაშები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის” მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრებიან: ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნას , ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე და თეიმურაზ მურღულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

ღონისძიების მთავარი თემაა ეფექტური ინსტრუმენტები და სიმულაციები, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალურ / ორგანიზაციულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად.