testing_mode

,,სტარტაპ მეგონრულის" პრეზენტაცია ტექნოპარკში

 

 

28 ოქტომბერს, 11.00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკში პროექტ ,,სტარტაპ მეგობრულის’’პრეზენტაციას გამართავს. პროექტის მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ბიზნეს გარემო, რომელიც წაახალისებს ადამიანებს დაიწყონ ბიზნესი და ბიზნეს საქმიანობას გახდის უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს. პროექტის ფარგლებში დამწყებ ბიზნესებს - სტარტაპებს,  შესაძლებლობა მიეცემათ დაამყარონ ურთიერთობა სახელმწიფოსთან და მსხვილ კომპანიებთან,  რომლებიც შექმნიან სპეციალურ პროდუქტებსა და  სერვისებს, სამუშაო სივრცეებს, და სხვა ფინანსურ თუ საგანმანათლებლო რესურსებს სტარტაპებისთვის. 

 „სტარტაპ მეგობრულში“გაერთიანდებიან სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესები და სტარტაპები.  

 სტარტაპ მეგობრულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ კომპანიას,რომელსაც სტარტაპებისათვის სასარგებლო სერვისი ან პროდუქტი აქვს. მათი მხრიდან პროექტში მონაწილეობა გულისხმობს  სპეციალურად სტარტაპებისთვის კონკრეტული შეღავათიანი მომსახურებების და პროდუქტების შემუშავებას.

პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის სახეს ატარებს და მისი მიზანია,  რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს სტარტაპების ხელშეწყობის პროცესში.

 სტარტაპ მეგობრულის სტატუსის მიღების შემდეგ კომპანია შესაბამის სიმბოლიკას მიიღებს, რომელიც მას მომხმარებლის წინაშე აღნიშნული პოზიციონირებით წარადგენს.

 პროექტი მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის გაერთიანებას ინიციატივის გარშემო. იმ ადამიანების, თუ კომპანიების მოტივირებას, რომლებსაც სურთ მხარი დაუჭირონ ქვეყანაში მეწარმული სულისკვეთების განვითარებას და დამწყებ ბიზნესს;  პროექტი ხელს შეუწყობს სტარტაპების განვითარებას და ბაზარზე დამკვიდრებას, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს საერთო სამეწარმეო გარემო,

 პირველი კომპანია კერძო სექტორიდან,  რომელიც პროექტში ერთვება, არის თიბისი ბანკი. მისი მეშვეობით „სტარტაპ მეეგობრულის“მონაწილეები მიიღებენ სხვადასხვა სახის მხარდაჭერას, მათ შორის, სპეციალურად სტარტაპებისთვის განკუთვნილი ტრენინგები, პროფესიული მასტერკლასები, კონფერენციები ინდივიდუალური კონსულტაციები, მედია მხარდაჭერა, მედია არხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, უფასო სამუშაო სივრცეები, სტარტაპების დაკრედიტება და კაპიტალის დონაციის პლატფორმების შექმნა, წვდომა ბიზნესმონაცემთა ბაზებზე. ასევე, დამწყები ბიზნესები, რომლებიც ეკოსისტემის მონაწილეები გახდებიან თიბისი ბანკისგან სტარტაპებზე მორგებული სხვადასხვა ფინანსური პროდუქტების პაკეტებით ისარგებლებენ.

 პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან როგორც დამწყები ბიზნესმენები, ისე სხვადასხვა დარგის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.  ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკახა ზარაძე.

 

რატომ სტარტაპ მეგობრული? იხილეთ ფაილი

/uploads/other/0/422.pdf

 

 

 

partners

თბილისი, ოქროყანა, 0114
ინოვაციების ქუჩა #7
ტელ: +995 599 986 499
E-mail: info@gita.gov.ge

Top