testing_mode

ლიტვის სავაჭრო მისია

ლიტვის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომა 19 სექტემბერს ტექნოპარკში გაიმართა. მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. აღნიშნული მისია ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციის INFOBALT-ის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანაორგანიზებით ჩატარდა. სხდომას ასევე დაესწრო და მოხსენებით გამოვიდა ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში  გიედრიუს პუოჯუნასი.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო მისია ლიტვური კომპანიების მონაწილეობით სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მხარდასაჭერადაა მიმართული. მისი თქმით, ლიტვა ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა  საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარების მიმართულებით, ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი IT-ინდუსტრიისთვის.   

სავაჭრო მისიაში ლიტვის უმსხვილესი IT-კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც მისიის მსვლელობისას გამოცდილებას გაუზიარებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის სამთავრობო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულებსაც.  

იხილეთ ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაციები:

/uploads/other/0/416.pdf

/uploads/other/0/417.pdf

/uploads/other/0/418.pdf

/uploads/other/0/419.pdf

partners

თბილისი, ოქროყანა, 0114
ინოვაციების ქუჩა #7
ტელ: +995 599 986 499
E-mail: info@gita.gov.ge

Top