testing_mode

ღონისძიებები

ინოვაციების და ინიციატივების მართვის ტრენინგი II სერია
1 date.may 2015

თუ ხარ კრეატიული, ენერგიული, შრომისმოყვარე 18-25 წლამდე ახალგაზრდა, მაშინ ეს პროგრამა შენთვის არის შექმნილი და ის შენს შემდგომ პირად განვითარებაში დაგეხმარება. 
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წარმატებული ტრენინგის შემდეგ პროგრამას იწყებს. ინოვაციებისა და ინიციატივების მართვის კურსის გავლას მხოლოდ შერჩეული კანდიდატები შეძლებენ.
პროგრამა სამ საფეხურს მოიცავს და მას საუკეთესო ქართველი და უცხოელი ტრენერები გაუძღვებიან.
ტრენინგის მიზანი სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების გზით ინოვატორი, თანამედროვედ და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩამოყალიბებაა, რომლებიც შემდგომში სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების საორგანიზაციო მხარეში ჩართვას შეძლებენ.
ტრენინგის განმავლობაში გექნება შანსი:
განავითარო უნარ-ჩვევები
გაიცნო საინტერესო ადამიანები
მოისმინო საუბრები მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით და მიიღო მნიშვნელოვანი რჩევები
სატრენინგო პროგრამის დაწყებამდე მონაწილეები ერთმანეთის გასაცნობად 15 მაისს არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან.
ტრენინგი მოიცავს სამ საფეხურს და შედგება შემდეგი თემებისგან:

1 საფეხური - ინოვაცია და გახსნილი გონება
ღია აზროვნება, ინოვაციების მართვა - ირაკლი ქაშიბაძე - 16 მაისი
კომუნიკაციის უნარები - გიორგი კალატოზიშვილი - 17 მაისი
მოტივაცია, ლიდერობა - დარა აჰმედ - 23 მაისი 
პროექტის მართვა - ვანო ნადირაძე - 24 მაისი

პირველი საფეხურის მიზანია მონაწილეებმა შეძლონ მსოფლმხედველობის გაფართოება, ინოვაციური აზროვნების უნარების გაანალიზება და გუნდური მუშაობის პრინციპების შემუშავება.

2 საფეხური - მენეჯმენტი
თანამედროვე მენეჯმენტის გამოწვევები და ძირითადი პრობლემები - 30 მაისი - თემურ მაისურაძე
შემოქმედებითი აზროვნება (კრეატივი) - 31 მაისი - თემურ მაისურაძე
მენეჯმენტის ინოვაციური კანონები და წესები - 6 ივნისი - თემურ მაისურაძე
შეუთავსებლობის და კონფლიქტების გადაჭრის წესები - 7 ივნისი - თემურ მაისურაძე
ნოვატორული და ბიზნეს-ამოცანების გადაჭრის დროს
როგორ მოვიპოვოთ უპირატესობა - 13 ივნისი - თემურ მაისურაძე

მეორე საფეხურის მიზანია მონაწილეებმა მოახდინონ მენეჯმენტის ძირითადი გამოწვევების გათვალისწინება, შეიმუშაონ შემოქმედებითი აზროვნების განვითარების მეთოდები და მოახდინონ პრობლემების განსაზღვრისა და მათი გადაჭრის უნარების გამომუშვება.

3 საფეხური - მეწარმეობა 
სტრატეგია, გაყიდვები - 20 ივნისი
სოციალური მეწარმეობა - 21 ივნისი
Lean Startup - 27 ივნისი
კანვას ბიზნეს მოდელი - 27 ივნისი
ღია აზროვნება - 28 ივნისი

მესამე საფეხურის მიზანია მონაწილეებმა მოახდინონ იდეების ჩამოყალიბება და საჭირო ინსტრუმენტების განსაზღვრა მათი კომერციალიზაციის ეტაპზე გადასვლის უზრუნველსაყოფად.

ტრენინგის დახურვა 28.06

სატრენინგო საათების გარდა მონაწილეები კვირის განმავლობაში შეძლებენ სხვადასხვა საინტერესო სპიკერების მოსმენას არაფორმალურ გარემოში.
თითოეული საფეხურის გავლის შემდეგ მონაწილეები საინტერესო დავალებებს მიიღებენ.
ტრენინგში მონაწილების მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:https://goo.gl/j0JV1v 
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა - 10.05.2015
ტრენინგში მონაწილეობა არის უფასო, მაგრამ მოხვედრა არის ძალიან რთული !
კონკრეტული ტრენერების და სპიკერების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ეტაპობრივად.



partners

თბილისი, ოქროყანა, 0114
ინოვაციების ქუჩა #7
ტელ: +995 599 986 499
E-mail: info@gita.gov.ge

Top