testing_mode

ჰაკათონების, მეიქათონებისა და კრეათონების საგრანტო კონკურსისათვის აპლიკაციების მიღება დაიწყო

ჰაკათონების, მეიქათონებისა და კრეათონების საგრანტო კონკურსისათვის აპლიკაციების მიღება დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს ივნისში ჰაკათონის, მეიქათონის და კრეათონის ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად.

საგრანტო კონკურსი სააგენტოს მიერ მეორედ ჩატარდება. მისი მიზანია ინოვაციური იდეების შემუშავებისა და განხორციელების კონკურსების რაოდენობის ზრდა და მათ ბაზაზე სტარტაპ კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

საგრანტო კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ იმ ფიზიკურ პირს თუ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სურვილი ჩაატაროს ჰაკათონის, მეიქათონის ან კრეათონის ტიპის ღონისძიება.

თითოეული მიმართულებით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გრანტის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 5,000 ლარს.

აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მაისი, 17:00 საათი.  აპლიკაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საგრანტო დოკუმენტში მითითებული წესების დაცვით.

აღნიშნული კონკურსი უკვე ჩატარდა მაისში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის. საგრანტო კონკურსის საფუძველზე გამოვლინდა 2 გამარჯვებული, რის შედეგადაც 16-17 მაისს სტარტაპ აქსელერატორის Startup Nest-ის მიერ ჩატარდება კრეათონი, ხოლო 29-30-31 მაისს - ჰაკათონი მობილური აპლიკაციების ინოვაციების ლაბორატორია “ჯეოლაბში”.

საგრანტო დოკუმენტაცია და აპლიკაციები იხილეთ  ვებ გვერდზე: www.gita.gov.ge

 

partners

თბილისი, ოქროყანა, 0114
ინოვაციების ქუჩა #7
ტელ: +995 599 986 499
E-mail: info@gita.gov.ge

Top