testing_mode

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" პროექტებისა და პროგრამების განხორციელების შესახებ სააგენტოს თვმჯდომარის, ირაკლი ქაშიბაძის ანგარიში მოისმინეს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სააგენტო 2014 წლის აპრილში შეიქმნა და ამ ხნის მანძილზე უკვე მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომლებმაც სერიოზული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მან დეტალურად ისაუბრა სააგენტოს მიზნების, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მისი თქმით, სააგენტოს პრიორიტეტია ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინოვაციების ლაბორატორიების შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოში არსებული სერიოზული პოტენციალის რეალიზება. ირაკლი ქაშიბაძემ ისაუბრა სასწავლო უნივერსიტეტებთან, ბიზნესთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თობაზე, ასევე პროექტების დაფინასების სისტემაზე და უკვე მიღებულ შედეგებზე. მისი განცხადებით, სააგენტო მოწოდებულია, რაც შეიძლება მეტი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეიქმნას საქართველოს ყველა რეგიონსა და ქალაქში და უფრო ფართო სპექტრი ჩაერთოს ამ პროგრამებში, რაც ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას და ძლიერებას მოუტანს.

დღევანდელ სხდომაში მონაწილეობდნენ სასწავლო უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, სამეცნიერო აკადემიის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოში არსებული ტექნოლოგიური განვითარების პოტენციალზე. მათი შეფასებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელსაც შეუძლია ამ პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ ამოქმედება.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, ანჟელა რიკოჟინა, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა სააგენტოს მუშაობას და დღევანდელ სხდომას. მისი განცხადებით, „მსოფლიოში ბევრი პარლანეტი ვერ ახერხებს ასეთი მაღალხარისხიანი და საქმიანი დისკუსია გამართოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება“. როგორც მან აღნიშნა: „საქართველოს გააჩნია უნიკალური სამეცნიერო პოტენციალი, რომლის პრაქტიკაში დანერგვას ამ სააგენტომ უნდა შეუწოს ხელი. ასევე, საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს კანონი ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც ბევრ სფეროში გაამარტივებს ურთიერთობას, პირველ რიგში კი უნდა მოხდეს მეცნიერების, წარმოებისა და ბიზნესის ერთმანეთთან დაკავშირება, რომ ეფექტური შედეგი მივიღოთ და ამას პარლამენტმა და მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი“.

partners

თბილისი, ოქროყანა, 0114
ინოვაციების ქუჩა #7
ტელ: +995 599 986 499
E-mail: info@gita.gov.ge

Top