testing_mode

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩოს (ESMF) მიზანია  საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის (GENIE) პროექტის განხორციელების ხელშეწყობა ეროვნული ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების კანონმდებლობისა და მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვით. ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩოს ამოცანაა უხელმძღვანელოს GENIE–ს პროექტის განმახორციელებელ ერთეულს ადგილზე სპეციფიკურ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების სამუშაოში, რომელიც მოიცავს ინდივიდუალური ინვესტიციებისა და საგრანტო წინადადებების გადარჩევას, მათ კლასიფიკაციას რისკის მიხედვით, მათი მოსალოდნელი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების იდენტიფიკაციას, უარყოფითი ზემოქმედების ღონისძიებების განსაზღვრას, და შემარბილებელი ღონისძიებების მონიტორინგის გეგმების შემუშავებას.   იგი ასევე ადგენს პროექტის დაგეგმვასა და მართვაში საზოგადოების მონაწილეობის საფუძველს. ამ აქტივობებით ESMF ხელს შეუწყობს პროექტის განხორციელების უარყოფითი გაუთვალისწინებელი გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებას ან შემცირებას  და დადებითი სოციალური შედეგების  მაქსიმიზაციას.

დოკუმენტის შედგენის პროცესში განხორციელდა საჯარო განხილვა, სადაც მონაწილეობა მიიღო როგორც სამთავრობო ისე საჯარო სექტორმა. წარმოდგენილი წერილობითი რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტის საბოლოო სახის ფორმირების პროცესში.

partners

თბილისი, ოქროყანა, 0114
ინოვაციების ქუჩა #7
ტელ: +995 599 986 499
E-mail: info@gita.gov.ge

Top