testing_mode

ახალი პროექტი ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისათვის (GENIE)

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იწყებს პროექტს ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისათვის (GENIE).

პროექტს სწრაფი ზემოქმედება ექნება, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მოიტანს განათლებას, ცოდნას და ხელს შეუწყობს ახალტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელ ელემენტებს შეადგენენ  განვითარებისთვის დამდგრადი ინოვაციური ეკოსისტემისთვის.

აღნიშნული პროექტის სწორად წარმართვისათვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიმუშავა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩოს (ESMF), რომლის მიზანია  საქართველოსეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის (GENIE) პროექტის განხორციელების ხელშეწყობა ეროვნული გარემოსდაცვითი და სოციალურიკანონმდებლობისა და მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვით. გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩოსამოცანაა უხელმძღვანელოს GENIE–ს პროექტის განმახორციელებელ ერთეულს ადგილისათვის სპეციფიკურ გარემოსდაცვით და სოციალურ სამუშაოში, რომელიც მოიცავს ინდივიდუალური ინვესტიციების და საგრანტო წინადადებების სკრინინგს, მათ კლასიფიკაციას რისკის მიხედვით, მათი მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების იდენტიფიკაციას, უარყოფითი ზემოქმედების ღონისძიებების განსაზღვრას, და შემარბილებელი ღონისძიებების მონიტორინგის გეგმების შემუშავებას.  იგი ასევე ადგენს პროექტისდაგეგმვასა და მართვაში საზოგადოების მონაწილეობის საფუძველს. ამ აქტივობებით ESMF ხელს შეუწყობს პროექტის განხორციელებისუარყოფითი გაუთვალისწინებელი გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებას ან შემცირებას  და დადებითი სოციალური შედეგების მაქსიმიზაციას.

 

სააგენტო გეგმავს აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვაზე გამოტანას, რათა შემდგომ მოხდეს კომენტარების გათვალისწინება და დოკუმენტის სრულყოფა.

საჯარო განხილვა დაგეგმილია 13 ნოემბერს, 10:00 სთ,

მის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მე-10 სართული, შეხვედრების ოთახი), ჭანტურიას 12.  

partners

თბილისი, ოქროყანა, 0114
ინოვაციების ქუჩა #7
ტელ: +995 599 986 499
E-mail: info@gita.gov.ge

Top